"ასე, ერთი ხელის მოსმით რთულია ქმედებას უწოდო რეკეტი" - ოლიგარქის ადვოკატი "ოცნებას" ემიჯნება

22.08.22 15:12
"ასე, ერთი ხელის მოსმით რთულია ქმედებას უწოდო რეკეტი" - ოლიგარქის ადვოკატი "ოცნებას" ემიჯნება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი "ქართული ოცნების" ლიდერებს  ემიჯნება. ვიქტორ ყიფიანი არ მიიჩნევს, რომ შვეიცარული ბანკი ქართველ ოლიგარქს არეკეტებს.

ცნობილი ადვოკატი ვერ ხვდება, რას გულისხმობდნენ ყაველაშვილი - სუბარი- ხუნდაძე - მაჭარაშვილი, როცა ახალ ეპისტოლეში დაწერეს, რომ ივანიშვილი  რეკეტის მსხვერპლია.

რეკეტი არის ლიტერატურული დატვირთვის და სამართლებრივი, თუ სამართლებრივზე ვსაუბრობთ, ეს გაცილებით უფრო მაღალი ტესტია. თუ ლიტერატურულია, მოდი, მათ ვკითხოთ. ასე, ერთი ხელის მოსმით რთულია ქმედებას უწოდო რეკეტი, თუმცა თავისი დატვირთვით, შ შეიძლება ვინმემ დაასაბუთოს, რომ მისი გადმოსახედიდან ეს არის რეკეტი. სჯობს, ავტორებს ვკითხოთ. ჩვენ ხომ ამაზე არაერთგზის კომენტარი გაგვიკეთებია. ვმუშაობთ ჩვენ ამ თემებზე, წინ წაიწია პროცედურულად, ვმუშაობთ, მივიწევთ წინ და  იმედია, რომ გარკვეულ შედეგზე გავალთ, - თქვა ყიფიანმა. 

დედაქალაქის მერი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულების მსგავსად, ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი "რეკეტითაა" დაკავებული. 

"რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც"- განაცხადა კალაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ. 

 

მსგავსი სიახლეები