ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი - ვინ უერთდდება ენმ-ს ინიციატივას?
ვინ გააგრძელებს მუშაობას "ოცნების" პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს გულისხმობს, "გირჩი", "მოქალაქეები" და "საქართველოსთვის" არ შეუერთდებიან.
სამივე ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი დავალების შესრულებაზე საკანონმდებლო ორგანოდან უნდა იმუშაონ.
საპარლამენტო ბოიკოტს არ გამორიცხავს "სტრატეგია აღმაშენებელი".
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს მმართველი პარტია. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ერთიანი ვერცერთ შემთხვევაშ ვერ იქნება. სახელისუფლებო გუნდის მტკიცებით, 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.
"ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელთა სურვილიც არის, რომ ქვეყანაშ მოხდეს არეულობა, ქვეყანაშ მოხდეს რევოლუციები. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები. არჩევნები იქნება 2024 წელს. შესაბამსიად, ოპოზიციას შეუძლია უკვე დაიწყოს მზადება ამისთვის, რომ 2024 წელს იქნება არჩევნები. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. სხვა სურვილები, რომ ვირაცამ რაღაცა გადატრიალება მოაწყოს, ვირაცა სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთის, - ამბობს დედაქალაქის მერი კახი კალაძე.