საკრებულომ „ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერი ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო
„ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერი ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო.
ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. საქმე ეხება ბულვარის შესასვლელში "ამბასადორი ბათუმის" მრავალსართულიან სასტუმროს მშენებლობას.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, გენგეგმა "ოცნებამ" ივანიშვილის დავალებით დაანაწევრა.
სხდომაზე დღეს ისმოდა ყვირილიც - "ბორინკა" ივანიშვილის ხსენებამ აჯიოტაჟი გამოიწვია.
"ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს. ცნობილია, რომ კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის, რაც საბოლოოდ მიიღო.
ნებართვას უკანონოს წუწოდებს და სასამართლოში ასააჩივრებს მესამე სექტორი.