დონეცკში აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზა იწვის
ოკუპირებულ დონეცკში რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ სამხედრო ბაზა იწვის. Unian-ი ლუგანსკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ჰაიდაიზე დაყრდნობით წერს, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამასთან, ბაზაზე არსებული ხანძრებისა და აფეთქებების ამსახველი, დრონით გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
ცნობილია, რომ ბატალიონი „პიატნაშკა“ რამდენიმე წლის წინ შექმნა. 2014 წლიდან ბატალიანს ახრა ავიძბა მეთაურობს.