სისხლიანი ანგარიშსწორება ადიგენში - უდეში 43 წლის კაცი დაჭრეს
ადიგენის სოფელ უდეში, 43 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, მას დაზიანებები კისრის არეში აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს–მ მამა–შვილი დააკავა. ინციდენტი სოფელში გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს მოხდა. როგორ ადგილობრივები ამბობენ კაცი უდეში მცხოვრებმა დაჭრა, და ეს მისი მხრიდან პირველი შემთხვევა არ იყო.
სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ ეჭვიანობას უკავშირდება.
„როგორც ვიცით, ის ბიჭი [დაჭრილი] მეზობლის სახლის ეზოში იმყოფებოდა, მამა–შვილი კი შეუვარდა, შვილმა ბიჭს კისრის არეში დანა დაარტყა. მამამისმა კი როგორც გავიგეთ, იმ მეზობელს ჩაარტყა ბლაგვი საგანი, ვის სახლშიც შეცვივდნენ. პოლიციამ ორივე წაიყვანა“, – ამბობენ მეზობლები.
დაჭრილი კაცი ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.