თვალშისაცემია მისი წონაში კლება - დეკანოიძე სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს, ჯანმრთელობის პრობლემები გამოხატულია - აღნიშნული ინფორმაცია "ვივა მედიდან" ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ გამოიტანა.
ექსპრეზიდენტს თანაგუნდელი უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამერიკაში გამართული პოლიტიკური მოლაპარკებების შესახებაც.
პირველი, თვალში მოსახვედრი ჩემთვის რაც იყო, ეს არის მისი ძალიან სერიოზული წონაში კლება, იმიტომ, რომ ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მე მასტნ ვიყავი, ასეთი წონაში კლება არ იყო თვალში მოსახვედრი. ჩვენ ვისაუბრეთ ძრითადად უკრაინაზე, უკრაინის წარმტაბეა, რაც ბოლო პერიოდშ ძალიან თვალშისაცემია. ასევე, მე მას გადავეცი ის გზავნილი, რაც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადმომცეს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოშ მიმდინარე მოვლენებზეც, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, რომელიც არის ის არჩევანი, რაც რეალურად საქართველოს მოქალაქეების 90 %-ზე მეტის არჩევანია. ეს არჩევანი არსად არ წავა. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ვიყავით კახეთში, მათ შორის, პანკისის რეგიონში, ახმეტაში და ძალიან ბევრი ადამიანის დანაბარებიც გადავეცი მიხეილ სააკაშილს, - თქვა დეკანოიძემ.
ამ წუთებში პრეზიდენტი ციხის საკნად ქცელ პალატაში დედას, გიული ასალანიას ხვდება.