ველოდებით ჯერ ექიმების ლიცენზიებს და მერე მათ ჩამოსვლას - გიული ალასანია
კლინიკა "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. შვილის მონახულებამდე ალასანიამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას წონის სერიოზული კლება აღენიშნება.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველა ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის მოლოდინშია.
რაც შეეხება წონაში კლებას, კი, ბატონო, მეც შემიძლია დავადასტურო. არავისთის არ არის საიდუმლო, რომ ეს ნამდვილად ასეა. სუსტად რომ არის, ესეც უკვე არაერთხელ აღინიშნა. მეც ამას ვხედავ ყოველ დღე. ველოდებით ახლა ექიმების ჯერ ლიცენზიებს და მერე უკვე მათ ჩამოსვლას. იმედია, რომ ჩამოვლენ და ისინი, თავის მხრივ, დაწერენ დასკვნებს ალბათ და უკვე იმ დასვნების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. თვითონაც სურვილი აქვს, იმედი - არ ვიცი, - თქვა ალასანიამ.