რუსეთთან ომში 9 ათასი უკრაინელი გმირი დაიღუპა - გენერალი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 9000 უკრაინელი გმირი დაიღუპა.
ამ ომში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო, არამედ ჩვენი ბავშვებიც, რომლებსაც არაფერში არანაირი ბრალი არ მიუძღვით გარდა იმისა, რომ სწორედ აქ და სწორედ ამ დროს დაიბადნენ. მათ მართლა არ ესმით არაფერი, რაც ხდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საჭიროებენ თავდაცვას როგორც სოლედართან, ბახმუტთან და ველისკი ნოვოსელკიში, ისე აქ, რადგან მათი მამები ომში წავიდნენ და შესაძლოა იმ 9 ათასი გმირთა შორის იმყოფებოდნენ, რომლები დაიღუპნენ", - განაცხადა გენერალმა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით 9 000 მებრძოლი მხოლოდ 2022 წელს დაიღუპა, თუ 2014 წლიდან მოყოლებული.