დუგინი ქალიშვილის მკვლელობაში უკრაინას ადანაშაულებს
რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს - მისი თქმით, თავდასხმის უკან “ნაცისტური უკრაინული რეჟიმი” დგას.
მისი თქმით, რუსეთის მტრები მიზანს ვერ მიაღწევენ.
ჩვენი გულები უფრო მეტისკენ ისწრაფვიან, ვიდრე უბრალოდ შურისძიებაა. ეს ძალიან მდარე, არარუსული საქციელია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა უმანკო სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო. ასე რომ გაიმარჯვეთ, გთხოვთ!”- თქვა დუდინმა.