"არ ემსახუროთ რაშისტულ ოცნებას" - გოგაშვილი საქმის ფალისიფიცირებაზე საუბრობს და ოფიცრებს მიმართვს
სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ, ახალ წერილს ავრცელებს.
სუს-ის ყოფილი შეფი ოფიცრებს მიმართვს და ამბობს, რომ ხელისუფლების წასვლის შემდეგ თითოეული მათგანი, ვინც ამჟამად მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით და გაყალბებითაა დაკავებულია, უმკაცრესად დაისჯება.
"მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით , კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით - ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს". - წერს გოგაშვილი.