ოპოზიცია სრულიად განულებულია - ირაკლი კობახიძე
"ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმდომარემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ენმ-ს ისევ "ომის პარტიას" უწოდებს და ირწმუნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "ხალხი არ გაჰყვება":
საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით.
საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ" - თქვა კობახიძემ.