"ოცნებას" რეფორმების გატარება და 12 რეკომენდაცის შესრულება არ სურს - პეტრე ცისკარიშვილი

23.08.22 13:10
 "ოცნებას" რეფორმების გატარება და 12 რეკომენდაცის შესრულება არ სურს - პეტრე ცისკარიშვილი

ოპოზიცია ამბობს, რომ ISFED-სა და დასავლელ პარტნიორებზე ირაკლი კობახიძეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. განდგომილებსა და "ქართულ ოცნებას" შორის სხვაობა არ არის.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება და რეალური რეფორმების გატარება არ სურს და ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის დაბლოკვის მიზეზიც სწორედ ეს იყო.  

არ უნდათ, რომ ის რეფორმები გატარდეს, ის 12 რეკომენდაცია შესრულდეს, რომელიც ჩვენ ბრიუსელმა მოგვცა და გაგვიწერა და ყველა ხერხით ცდილობენ, რომ ამას გვერდი აუარონ. იციან რა "ისფედის" ცოდნა, გამოცდილება, ექსპერტიზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების დარგში, მათ არ უნდათ, რომ ეს ხალხი ესწრებოდეს იმ სხდომებს, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები