"ოცნების" მიზანია ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს - რომან გოცირიძე

23.08.22 15:14
"ოცნების" მიზანია ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობაა. აღნიშნულის ფიქრის  საფუძველს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რიგი გარემოებები და მიზეზები აძლევს, მათ შორის, ხელისუფლების მიერ ენჯეობის სამუშაო ჯგუფში ჩართულობაზე უარის თქმაც. 

ყველა ნაბიჯი, რაც ბოლო ხანს გადაიდგა "ქართული ოცნების" მიერ, ეს არის პროვოკაციული. შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორიოს პარტნიორებთან. არასამთავრობოებისთვის უარის თქმა კომისიებში მონაწილეობაზე ეს იმის მანიშნებელია, რომ დაძაბონ ურთიერთობა. მთავარი ამოცანა აქვთ ერთი რამ: დეკემბრისთვის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს და შემდეგ ან ოპოზიციას გადააბრალონ ან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, - ამბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები