"უსამშობლო პოლიტიკოსების გაერთიანება" - ენმ-ს თავს ამჯერად იონათამიშვილი ესხმის

23.08.22 15:29
"უსამშობლო პოლიტიკოსების გაერთიანება" - ენმ-ს თავს ამჯერად იონათამიშვილი ესხმის

ირაკლი კობახიძის შემდეგ ოპოზიციას თავს "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც ესხმიან. რატი იონათამიშვილმა ხელისუფლების ოპონენტები დღეს ისევ ომის  და ღალატის პარტიად მოიხსენია. მისი თქმით, "უსამშობლო პოლიტიკოსების" პარტია მოღავწეობას ყოველთვის ტრაგიკულად ასრულებს. 

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აქციებზე ვნახეთ როგორ დაემალა "ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე წარმოდგენილ საზოგადოებას და ისინი ვერ ბედავდნენ, რომ გამოჩენილიყვნენ ხალხის წინაშე. ნებისმიერი უსამშობლო პოლიტიკოსების გაერთიანება, რომელიც არის ომის და ღალატის პარტია, სწორედ ასე ტრაგიკულად ამთავრებს საკუთარ მოღვაწეობას ნებისმიერ, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, - თქვა იონათამიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები