ჩავა თუ არა საქართველოს დელეგაცია უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს - ხელისუფლება დუმს

23.08.22 17:33
ჩავა თუ არა საქართველოს დელეგაცია უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს - ხელისუფლება დუმს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საქათველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკრაინის დედაქალაქში, სავარაუდოდ, არ ჩავლენ. 

"პირველები" საკითხზე ოფიციალური პასუხის მიღებას დილიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.  საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს, არაფერი იციან პარლამენტშიც.

ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის კონფერენციაში მონაწილეობა დისტანციურ რეჟიმში მიიღო. 5 წუთიანი გამოსვლა პრეზიდენტმა სიტყვებით "სლავა უკრაინე" დაასრულა. 

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად იმ ღირებულებების  დასაცავად, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ვამაყოფ, რომ ყირიმის პლატფორმას ვუერთდები საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მხარდაჭერას თვქენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტესი, დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაშ არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა. საქართველოსთის უკრაინაში მიმდინარე პროცესები კარგად ნაცნობია: კრემლის აგრესია მისი  მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ნიმუშა იმისა, რომ საქართველო გამიყენეს ექსპერიმენტად 1921 წელს, 1992 წელს, 2008 წელს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცითრას ნიშნვს, როცაიტაცებენ შენს ტერიტორიას  და ახნენე მის ოკუპაციას. მიდან ქართველი ხალხის სახელით გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ბრძოლის მიმართ და ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძლა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ეს ბრზოლა უკვე არის გამარჯვება, პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა და ძლიერი პასუხი. ამას პუტინი ვერ იწინასწარმეტყველებდა. მან მიიღო ისეთი პასუხი, რომელიც არ გვნახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს და 2008 წლის ომის დროს, - განაცხადა პეზიდენტმა. 

უკრაინის მხარდასჭერად საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობას თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი იღებდა.

 

 

მსგავსი სიახლეები