ეს ბრძოლა უკვე გამარჯვებაა, პუტინმა მიიღო პასუხი! - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე

23.08.22 17:02
ეს ბრძოლა უკვე გამარჯვებაა, პუტინმა მიიღო პასუხი! - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე

"ეს ბრძოლა უკვე არის გამარჯვება. პუტინმა მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა და ძლიერი პასუხი, ამას პუტინი ვერ იწინასწარმეტყველებდა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, პუტინმა მიიღო ისეთი პასუხი, რომელიც  2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2008 წელს არ მიუღია. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ვამაყობ, რომ ყირიმის პლატფორმას ვუერთდები საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ.

ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა.

საქართველოსთვის ურკაინაში მიმდინარე პროცესები კარგად ნაცნობია, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ნიმუშია იმისა, რომ საქართველო გამოიყენეს ექსპერიმენტად 1921 წელს, 1992 წელს, 2008 წელს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა იტაცევბენ შენს ტერიტორიას და ახდენენ მის ოკუპაციას.  

მინდა, ქართველი ხალხის სახელით გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ბრძოლის მიმართ და ვიმედოვნებთ რომ ეს ბრძოლა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. "- თქვა ზურაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები