"ოცნების" ადვოკატი მარეგულირებლისაგან სამი თავისუფალი ტელევიზიის დასანქცირებას ითხოვს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ წუთი წუთზე უნდა გამოაცხადონ სჯიან თუ არა „ტვ პირველს“, „მთავარს“ და „ფორმულას“ პროევროპული კურსის მხარდამჭერი კლიპების ეთერში გაშვების გამო. გადაწყვეტილებას წინ უღძოდა თითქმის ერთ საათიანი განხილვა.
"ოცნების" ადვოკატი ნათია ბოკუჩავა, ცდილობდა კომისიის წევრებისთვის აეხსნა, რომ ვიდეო-რგოლი, რომელიც 24 ივნისს ტელევიზიებში გავიდა იყო არასაარჩევნო პერიოდში გასული პოლიტიკური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავდა „ქართული ოცნების“ლიდერების დისკრედიტაციას.
ბოკუჩავამ დღეს პირდაპირ მოითხოვა სამი თავისუფალი ტელევიზიის დასანქცირება.
„ვიდეო-რგოლში „ოცნების“ ლიდერების განცხადებები ამოგლეჯილად არის წარმოდგენილი. ჩვენ კომისიისგან ვითხოვთ, რომ ეს საკითხი შეისწავლონ და დააკვალიფიციროს აღნიშნული ვიდეო-რგოლი, როგორც წინასაარჩევნოდ გასული პოლიტიკური რეკლამა, დაადგინოს დარღვევა და მოახდინოს მათი სანქცირება“- თქვა ბოკუჩავამ.
სამი კრიტიკული მედიის უფლებადამცველები ცდილობდნენ კახა ბექაური დაერწმუნებინათ, რომ „ოცნების“ საჩივარი უსაფუძვლოა და აღნიშნული ვიდეო-რგოლი იყო სოციალური რეკლამა და დაცლილი იყო პოლიტიკური მიზნებისგან.