"ტვ პირველს" და "ფორმულას" წერილობითი გაფრთხილება, "მთავარს" 118 688 ლარი ჯარიმა - მარეგულირებელის გადაწყვეტილება

23.08.22 17:21
"ტვ პირველს" და "ფორმულას" წერილობითი გაფრთხილება, "მთავარს"  118 688 ლარი ჯარიმა - მარეგულირებელის გადაწყვეტილება

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ცნობილია.

კომისიამ "ტვ პირველს" და "ფორმულას" წერილობით გააფრთილა, ხოლო "მთავარ არხს"  118 000 ლარი ჯარიმა დააკისრა.

"ოცნების" ადვოკატი ნათია ბოკუჩავა 10 წუთის განმავლობაში ცდილობდა  კომისიის წევრებისთვის აეხსნა, რომ ვიდეო-რგოლი, რომელიც 24 ივნისს ტელევიზიებში გავიდა იყო არასაარჩევნო პერიოდში გასული პოლიტიკური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავდა „ქართული ოცნების“ლიდერების დისკრედიტაციას.

ბოკუჩავამ დღეს პირდაპირ მოითხოვა სამი თავისუფალი ტელევიზიის დასანქცირება.

კობახიძე - ღარიბაშვილის პარტიამ კრიტიკულ მედიას მარეგულირებელში მხოლოდ  იმის გამო უჩივლა, რომ ქვეყნის პრო-ევროპული კურსის მხარდამჭერი კლიპები ეთერში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები