უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - ვინ წავა საქართველოდან?
დამოუკიდებლობის დღე რუსული ბომბების ფონზე - უკრაინა ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო თარიღის აღსანიშნავად ემზადება და მთელი ცივილიზებული მსოფლიოდან ელოდება მილოცვებს. სავარაუდოდ, გამონაკლისი საქართველო იქნება.
მთელი დღის განმავლობაში "ტვ პირველის ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს ხელისუფლებისგან პასუხი - ვინ წავა ან საერთოდ თუ წავა ვინმე კიევში.
დუმილია ყველა სამთავრობო უწყებაში. ერთადერთი ოფიციალური პირებიდან, ვინც უკრაინას თანადგომა გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელმაც დღეს ყირიმის კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა.