"ნუ გააღიზიანებთ რუს ტურისტებს" - ბათუმის მერია უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამართვის წინააღმდეგია

24.08.22 11:23
"ნუ გააღიზიანებთ რუს ტურისტებს" - ბათუმის მერია უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამართვის წინააღმდეგია

რუსებით გადავსებულ ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არ სურთ. სამოქალაქო აქტივისტებს ბათუმის მერია ანბანის კოშკთან მოწყობილ სცენას და მონიტორს არ უთმობს.  ეკრანებზე უკრაინაში მებრძოლი ჯარისკავების ვიდეომიმართვები უნდა ეჩვენებინათ, სადაც რუსულ აგრესიას გმობენ და პუტინის უკრაინულ ომსს აპროტესტებენ. "ან მიმართვები ან სცენა" - ასეთი შინაარსის ტექსტი მისწერა მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა ღონისძიების ორგანიზატორებს. 

უსცენოდ და ეკრანების გარეშე დარჩენილებმა აპარატურა თბილისიდან წაიღეს, მაგრამ პოლიციამ ტექნიკით დატვირთული მანქანა ზესტაფონში დააპატიმრა.  

ველოდებით ოფიციალურ პასუხს ბათუმის მერიისგან. ჩვენ გვაინტერესებს ისევ გვაქვს თუ არა ამ ღონისძიების გამართის ნებართვა. მიზეზი იყო ის, რომ ჩენ არ უნდა გაგვეღიზიანებინა რუსი სტუმრები, რომლებიც ბათუმში არიან, რომ არ მომხდარიყო პროვოკაცია და არ მომხდარიყო რაღაცა დაპირისპირება, თუმცა ჩენთვის ეს მიზეზი იყო აბსოლუტურად მიუღებელი. შემოგვთავაზეს ასეთი რამ, რომ არ ახსენოთ რუსეთი, ნაკლებად ვისაუბროთ ომზე და არ გაუშვათ ქართელი ბიჭების და უკრაინელი მეომრების ვიდეობი და ამ შემთხვევაშ თქვენ მიიღებთ მხარდაჭერას, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავთანხმდებოდით, - ამბობს აქციი ორგანიზატორი. 

"პირველები" შსს-ს პრესსასამხურს დაუკავშირდა, რომელსაც ჰკითხა ვისი ბრძანებით გააჩერეს ტექნიკით დატვირთული  ავტომობილი ზესტაფონშ, თუმცა უშედეგოდ. დუმს აჭარის მერია და მთავრობაც. 

მსგავსი სიახლეები