არ უნდათ თავისი მამა-მარჩენალი გააღიზიანონ - ლევან ანთაძე ბათუმის მთავრობაზე

24.08.22 13:34
არ უნდათ თავისი მამა-მარჩენალი გააღიზიანონ - ლევან ანთაძე ბათუმის მთავრობაზე

არ უნდათ თავისი მამა-მარჩენალი გააღიზიანონ, - ასე ხსნის ენმ-ს წევრი ლევან ანთაძე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომელიც აქტივისტებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის სცენის დადგმის ნებართვას არ აძლევს. 

ანთაძე საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს და საზოგადოებას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

რუსმა ხელისუფლებამ, რუსმა ჩიქოვანმა, რუსმა რიჟვაძემ არ იცის რა იმოქმედოს და როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ ეს კონცერტი არ ჩატარდეს, იმიტომ, რომ ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და არ უნდათ თავისი მამა-მარჩენალი გააღიზიანონ. გამოდით აქ დღეს უკრაინის დამოუკდეიბლობის დღეს და სხვათაშორის, საქართველოს კონსტიტუციის დღეც არის და აღვნიშნოთ, რომ არ მივცეთ ამ პრორუს ხელისუფლებას საშუალება იმის, რომ საქართელო წაიყვანოს არასწორი მიმართულებით, - ამბობს ლევან ანთაძე. 

მსგავსი სიახლეები