მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში - კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს!
ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი - თავისუფლება.
მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში!" - თქვა კახა კალაძემ.