მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან ცნობა და კლინიკა „ვივამედიდან“ წარდგენილი ცნობა წაიკითხა.
კლინიკის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, უჭირს გადაადგილება და ძირითადად, მწოლიარეა, რის გამოც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მის პროცესზე გამოცხადებას.