"ოცნებამ" ბათუმში უკან დაიხია, თუმცა ქალაქის მერმა კონცერტის ჩასატარებლად პირობები წააყენა

24.08.22 15:26
"ოცნებამ" ბათუმში უკან დაიხია, თუმცა ქალაქის მერმა კონცერტის ჩასატარებლად პირობები წააყენა

"ქართულმა ოცნებამ" ბათუმში უკან დაიხია. საზოგადოებრივი ვნებათაღელვის შემდეგ, მერი საჯაროდ გამოჩნდა. არჩილ ჩიქოვანი ირწმუნება, რომ  უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ზღვისპირა ქალაქშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" იფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ამის მიუხედავად, არჩილ ჩიქოვანმა პირობები წამოაყენა :  სცენიდან ანტისახელმწფიოებრივი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. 

დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე, რა ინფორმაციაც ჩვენ გვქონდა, წამოწიეს წინა პლანზე. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ვაცხადებ, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ნაწილში, ასევე სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ვიქნებით მდგრადი ყველა იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რათა ჩვენს ქალაქშ იყოს სიმშვიდე და არავის მიეცეს საშუალება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელების, - თქვა ჩიქოვანმა. 

ჩიქოვანის ბრიფინგის შემდეგ  კიდევ ერთი ბრიფინგი უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერმა ტიტე არეშიძემ გამართა. ბათუმის მერის მსგავსად არეშიძემაც განაცხადა, რომ ომის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერია უკრაინელების მიერ მთავარ მოედანზე დადგმული სცენის დაშლას აპირებს.

განცხადება ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჰერას მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

მათი თქმით, აქციის ორგანიზატორებს სცენის მონტაჟის უფლება არ აქვთ.

განსაკუთრებული აგრესიით ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლი ტარიელ გოგიტიძე გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები