"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი" - ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ცნობით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით იმუქრებოდა და ცდილობდა ოპერატორს თავს დასხმოდა.
"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი"- ყვიროდა თავდამსხმელი.
"კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა, დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა"- აცხადებს რატი წვერავა.
მომხდარზე რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა.