ISFED-ის შეცდომის წარმოჩენა, რომ ეს რევოლუციურ სცენარს ემსახურებოდა, რეალობის არასწორად წარმოჩინებაა - დეგნანი

24.08.22 15:31
ISFED-ის შეცდომის წარმოჩენა, რომ ეს რევოლუციურ სცენარს ემსახურებოდა, რეალობის არასწორად წარმოჩინებაა - დეგნანი


"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს" – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ს ელჩმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიმართ გაჟღერებული ბრალდებებს.

კელი დეგნანის თქმით, ISFED-ის შეცდომის ისე წარმოჩენა, რომ ეს რევოლუციურ სცენარს ემსახურებოდა, რეალობის დამახინჯებაა.

დღეს ივანიშვილს მემკვიდრეებს დეგნანამა კიდევ ერთხელ შეახსენა რომ 2021-ი და 2022-ი წლის არჩევნები სერიოზული დარღვევებით, ამომრჩეველთა დაშინებით, ხმების მოსყიდვით და კარუსელებით ჩატარდა.

„როგორც კი შეცდომა დადასტურებულ იქნა, საზოგადოება ინფორმირებულ იქნა. ეს იყო სტატისტიკურად უმნიშვნელო ფაქტორი და ამის სესახებაც მკაფიოდ იქნა ნათქვამი. ვფიქრობ ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინებაა. როდესაც ცხადდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა. ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იცოდა, რომ ყველა ძალისხმევა მიმართული იყო ძალიან დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ და აშშ-ს მიზანი იყო დახმარებოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ არჩევნებში.  აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიმართ, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2022 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა“. - განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები