ISFED არჩევნების შედეგების გაყალბებით და საზოგადოების არასწორი ინფორმირებით იყო დაკავებული - კალაძე
საკმაოდ მკაცრია ISFED-ის მიმართ თბილისი მერი კახა კალაძე.
ის ამბობს, რომ შეცდომა, რომელიც ამ ორგანიზაციამ დაუშვა პარალელური დათვლის დროს იყო და არის სისხლის სამართლის დანაშაული.
როგორც კალაძე ამბობს, ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
„ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, რაც არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან. ამას სჭირდება დეტალებში შესვლა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია," - განაცხადა კახა კალაძემ.