არ მინდა ელჩთან პოლემიკაში შევიდე, არ შეიძლება PVT-ის ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება -კობახიძე

24.08.22 16:48
არ მინდა ელჩთან პოლემიკაში შევიდე, არ შეიძლება PVT-ის ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება -კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე, როგორც ჩანს, კელი დეგნანის ინტერვიუს იმ ნაწილმა გააღიზიანა განსაკუთრებით სადაც დიპლომატმა გაყალბებული არჩევნები და კარუსელები ახსენა. 

კობახიძისთვის სამართლიანი არჩევნები ისევ რეპუტაციაშელახული ორგანიზაციაა, რომელიც  ოპოზიციასთან ერთად  რევოლუციას ამზადებს.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, „არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც PVT-ის გაყალბება იყო, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“.

მისივე თქმით, ის არ აპირებს ქალბატო ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას.

„არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით PVT-ის (ხმების პარალელურ დათვლა) გაყალბების საკითხზე. არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება. ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED-ი, მანამდე არ აღიარებდა იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი სახით და ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვარის გადალახვაზე, იმ ზღავრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები PVT-ის ცდომილების კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება, უწოდო სანდო. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ასეთი განცხადებები არის დასანანი, როცა ხდება PVT-ის გაყალბება, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების კეთება არის ყოვლად დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები