მშვიდობიანი ცას გისურვებთ - ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს რუს და უკრაინელ ხალხს შორის გულწრფელი, კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსი კვლავ მხარს დაუჭერს ჰარმონიის შენარჩუნებასა და მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე". - ვკითხულობთ მისალოც ტექსტში.
ლუკაშენკომ უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, სიმამაცე, სიმტკიცე და ჩვეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.
მისალოცი ტექსტი ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.