თავდასხმა "ფორმულას" ჟურნალისტზე - საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.