წაშლილია, არ არის წაშლილი, არ არის ამოღებული თუ არ იყო ჩართული არ ვიცი - გომელაური გოგაშვილის საქმეზე
ციხის წაშლილი ჩანაწერები - შინაგან საქმეთა მინისტრი დღის მთავარ თემაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, არ იცის "წაშლილია, არ არის წაშლილი, არ არის ამოღებული თუ არ იყო ჩართული კამერები".
არ ვიცი ამ დღეების არის, იქნებ ორი თვისაა... არ ვიცი როგორ. წაშლილია, არ არის წაშლილი, არ მისმენია ნამდვილად. წაშლილია, არ არის ამოღებული თუ ვერ ამოიღეს, თუ არ იყო ჩართული კამერები, დაზიანებული იყო". მე ტექნიკოსი არ ვარ და არ ვიცი ეს ყველაფაერი. 9 კამერა იყო, 5 არ ვიცი. არ ვიცი შიგნით სისტემა, როგორ მუშაობს კამერები, როგორ აქვთ მოწყობილი "რესივერები", ჩამწერები . ჩემს სამსახურში რომ მითხრათ გეტყვით მიახლოებით რაც ვიცი, ეს უნდა ვკითხო სპეციალისტებს ეს როგორ მუშაობს"- თქვა ვახტანგ გომალაურმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ციხის ყველა ვიდეოჩანაწერი განადგურებულია. ცხრა კამერა, რომელსაც სოსო გოგაშვილის საკნიდან გაყვანის, საშხაპეში შეყვანის და გომელაუთან საუბრის დეტალები უნდა აღებეჭდა, უბრალოდ არ არსებობს. სახალხო დამცველს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მისწერა, რომ 4 სხვადასხვა დღეს, როდესაც გომელაური გოგაშვილს ურეკავდა ციხის ყველა კამერა გათიშული იყო. პასუხი იმენად საეჭვოა, რომ სახალხო დამცველსაც კი არ სჯერა რომ კამერები მაინცდამაინც გომელაურის სატელეოფონო ზარის დღეებში გათიშული იყო.