ISFED-მა რევოლუციური სცენარის განვითარებას პირდაპირ შეუწყო ხელი - ოცნების დეპუტატი

25.08.22 13:29
ISFED-მა რევოლუციური სცენარის განვითარებას პირდაპირ შეუწყო ხელი - ოცნების დეპუტატი

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ის არასამთავროები, რომლებმაც დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ.

მიქანაძე მესამე სექტორს ურჩევს, გაიხსენონ, როგორი იყო მათ მიმართ დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროს.

„ჩვენ არასოდეს შეგვიქმნია რაიმე შეზღუდვა, არც სამართლებრივი, არც თეორიული და ამ ორგანიზაციების ნაწილი წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, რომელიც წინა ხელისუფლება იყო. მათ უნდა გაახსენდეთ, თუ როგორ ზღუდავდნენ არასამთავრობო სექტროს და მედია- საშუალებებს წინა ხელისუფლების დროს. ძალიან დიდ რეიტინგს ანიჭებთ "სამართლიან არჩევნებს", თუკი სასწორზე დებთ, რომ „სამართლიანი არჩევნების” არ მოწვევის გამო ქვეყანას, შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე ეთქვას უარი, მითუმეტეს იმ ორგანიზაციის გამო, რომელმაც რევოლუციური სცენარის განვითარებას პირდაპირ შეუწყო ხელი და პოლიტიკურ პროცესში შევიდა თვენახევრის წინ“, - ამბობს მიქანაძე.

„საქართველოოს ბუნდოვანი მომავალი და არადემოკრატიული განვითარება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“ -აღნიშნული შინაარსით საგანგებო განცხადება არასამთავრობო სექტორმა დღეს გაავრცელა.

ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმით წერია, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდა.

ცნობისთვის, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მესამე სექტორის გარეშე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები