არასამთავრობოებზე თავდასხმები აგრესიულია, "ოცნებამ“ გადაწყვიტა ბოლო ფაზაში გადავიდეს - მარიკაშვილი
ხელისუფლება მხრიდან საზოგადოებრივი კონტროლი მოშლაზე საუბრობს ,,დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი.
მარიკაშვილის თქმით, ქვეყანაში ავტორიტარიზმის მკაფიო გამოვლინებაა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები გაცილებით უფრო აგრესიულია.
„ასეთი კონტროლის მოშლის მცდელობა წარმოადგენს ავტორიტარიზმის ერთ-ერთ მკაფიო გამოვლინებას, რა დროსაც ხელისუფლებები ცდილობენ, რომ აღარავინ აღარ დარჩენს ქვეყანაში მათი არასწორი ნაბიჯების მიმთითებელი.
თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცილებით უფრო მასშტაბური და აგრესიულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ბოლო ფაზაში გადავიდეს ამ მიმართულებით და საბოლოოდ, გაანეიტრალოს ასეთი კონტროლის მექანიზმები“. - ამბობს მარიკაშვილი.
„საქართველოოს ბუნდოვანი მომავალი და არადემოკრატიული განვითარება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“ -აღნიშული შინაარსით საგანგებო განცხადება არასამთავრობო სექტორმა დღეს გაავრცელა.
ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმით წერია, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდა.