მარიუპოლში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ პროცესი მართლმსაჯულების დაცინვაა - სახ.დეპი
აშშ რუსეთის მიერ მარიუპოლში დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილ სასამართლო პროცესებს მკაცრად გმობს და ამას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს.
სახ.დეპის შეფასებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ დაგეგმილი ე.წ. ტრიბუნალების გამართვით, კრემლი ცდილობს, პრეზიდენტ პუტინის აგრესიულ ომზე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.
დაგეგმილი სასამართლო პროცესები არალეგიტიმურია, მართლმსაჯულების დაცინვაა და ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, მათ შორის, ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არიან გაწევრიანებული, უფლება აქვთ, სამხედრო ტყვეს სტატუსი მიიღონ, თუ ისინი ტყვედ ჩავარდებიან და ჟენევის კონვენციების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ მათი მკურნალობა და დაცვა"- წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს მოვუწოდებს, საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
განცხადების თანახმად, აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მტკიცედ განაგრძობს, რადგან ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ.