გოგაშვილი ხვალიდან აპირებს მტკიცებულების გამოქვეყნებას, რომელიც მასზე ზეწოლას დაადასტურებს - ადვოკატი

25.08.22 15:25
გოგაშვილი ხვალიდან აპირებს მტკიცებულების გამოქვეყნებას, რომელიც მასზე ზეწოლას დაადასტურებს - ადვოკატი

სოსო გოგაშვილი "ქართული ოცნების" მამხილებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას იწყებს.

სულ მალე გავიგებთ, რითი ადასტურებს სუს-ის ყოფილი შეფი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე მუქარა და შანტაჟი განხორციელდა.

გოგაშვილის ადვოკატი „პირველებს“ უანონსებს, რომ მტკიცებულებები იქნება. 

იოსებ გოგაშვილი ხვალიდან აპირებს, კონკრეტული, ახალი მტკიცებულების გამოქვეყნებას. რომელიც დაადასტურებს, მასზე განხორციელებულ ზეწოლას. ამ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული ვიზუალური დოკუმენტაციაც, რომელიც ასახავს განცხადებაში არსებულ გარემოებას. იოსებ გოგაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ განადგურდებოდა ვიდეო-ჩანაწერები, რითაც დადასტურდებოდა მასზე განხორციელებული ზეწოლა და საკნიდან საშხაპეში გაყვანის ფაქტები. დავუშვათ განადგურდა კამერები, თუმც, 37-ვე კამერა, რომელიც მე დღეს გავიარე იოსებ გოგაშვილთან შესახვედრად ვერ და არ განადგურდებოდა“. - ამბობს ადვოკატი.
 

მსგავსი სიახლეები