„ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - ოპოზიცია
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც არ ითვალისწინებს არასამთავროების წინადადებებს და არ უშვებს მათ სამუშაო ჯგუფში.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ იერიში მიიტანეს არასამთავრობოებზე არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, განსაკუთრებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ არჩევნების პროცესს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება გაყალბებისთვის“.- ამბობს ხოჯევანიშვილი.
ოპოზიცია ასევე ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა დეკემბერში ნეგატიური დასკვნა მივიღოთ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, რამდენიმე თვეში ჩვენ შეიძლება საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დაბადება ვიხილოთ.
„კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ნეგატიური დასკვნა დაიწეროს დეკემბერში ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. „ოცნებამ“ მოიჭრა გზა დასავლეთისკენ, ყველანაირი რეფორმისკენ, საზოგადოებასთან გადაჭრა მან კონტაქტები. არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაწყვიტა კავშირები. ყველაფერი ეკთდება მიზანმიმართულად. რამდენიმე თვეში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ავტორიტარული რეჟმის დაბადება საქართველოში“. - ამბობს ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოების სამუშაო პროცესიდან ჩამოშორების შემდეგ, "ქართლი ოცნება" არც მათი ინიციატივების განხილვას აპირებს.
ეს გადაწყვეტილება მესამე სექტორში მიზანმიმართულ დევნად ფასდება.