ბარბაროსული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - ზურაბიშვილი ჩაპლინოზე თავდასხმაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში 24 აგვისტოს მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და რუსეთის აგრესიას ბარბაროსულ ძალადობას უწოდებს.
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინის მატარებლის სადგურზე რუსეთის დარყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ბარბაროსული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო დგას უკრაინელი ერის გვერდით"- წერს პრეზიდენტი.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინგზის სადგურ ჩაპლინოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.