ბიძინა ივანიშვილი "ვიკიპედიამ" სანქცირებულ ოლიგარქთან სიაში შეიყვანა
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალ რეიტინგულმა ვებ გვერდმა სანქცირებულ ოლიგარქთან სიაში შეიყვანა. "ვიკიპედიაზე" "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პრორუსი ოლიგარქების ჩამონათვალში მოხვდა. აქ წერია, რომ ივანიშვილი, რომელიც რუსეთს მიერ ფინანსდება პრო რუსი ოლიგარქია და მისი ანგარიშები გაყინულია.
ვებ გვერდზე, რომელსაც ყოველ დღე მილიონობით ადამიანი მოიხმარს, ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში პუტინის მეგობარი ომის სპონსორი ოლიგარქების გვერდით აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილისთვის ჯერ სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებიათ, რას ნიშნავს წინასწარ მისი ამ სიაში შეყვანა, ამ კითხვით დღეს პირველები ივანიშვილის ადვოკატთან მივიდა.
ამ თემაზე "პირველების" შეკითხვამ დღეს ვიქტორ ყიფიანი განსაკუთრებით გააღიზიანა და ამ ინფორმაციას უაზრო სისულელე უწოდა. ოპოზიცია კი თვლის, რომ არაოფიციალური სანქციები, რომელიც ოლიგარქზე ვრცელდება მალე რეალობად იქცევა.