არ ვიცი, რა სახის ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს სოსო გოგაშვილი - ნინო გოგაშვილი

26.08.22 11:35
არ ვიცი, რა სახის ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს სოსო გოგაშვილი  - ნინო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით თუ რა სახით მტკიცებულების  გასაჯაროვებას გეგმავს დღეს სოსო გოგაშვილი. ამის მიუხედავად, ნინო გოგაშვილი ფიქრობს, რომ ინფორმაცია მნიშნელოვანი იქნება და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ შს მინისტრი  ივანიშვილის სახელით გოგაშვილს გარიგებას სთავაზობდა. 

რა სახის ინფორმაციის გავრცელება იგეგმება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არ მაქვს მე ინფორმაცია, მაგრამ მეც ველოდები ამას. როგორც სოსო გოგაშვილმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ეს იქნება ერთ-ერთი მტიცებულება, რომელსაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ გაანადგურებს ისევე, როგორც მათ გაანადგურეს ციხის ჩანაწერები და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ შემდეგ სტრასბურგში. არ მაქვს ინფორმაცია, ეს იქნება ჩანაწერი თუ რაიმე წერილობითი ინფორმაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, იქნება ერთ-ერთი მნიშნე,ობა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტებს, რაზეც ჩენ ვსაუბრობთ და რასაც დღემდე უარყოფს ბატონი ვახტანგ გომელაური და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები, - ამბობს ნინო გოგაშვილი. 

გუშინ, 25 აგვისტოს სოსო გოგაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი მტკიცებულების გასაჯაროვება  დააანონსა. მისი თქმით, ინფორმაციას მზის სინათლეს  26 აგვისტოს ანუ დღეს მოჰფენს. 

მსგავსი სიახლეები