რატომ წაიშალა ციხის ვიდეოკამერების ჩანაწერები - კაციტაძის უწყება მოქმედებაზე გადავიდა
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების მხილებას განაგრძობს. სოოს გოგაშილმა "ოცნებას" წამზომი ჩაურთო. დღეს მან ვახტანგ გომელაურის და ბიძინა ივანიშილის წინააღმდეგ მორიგი მტკიცებულება უნდა გაასაჯაროვოს.
რა სახით ინფრორმაციაზე საუბარი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, რამდენ ხანში გამოაქვეყნებს გოგაშვილი მორიგ მტკიცებულებას.
პარალელურად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქმედებაზე გადავიდა. კოკა კაციტაძის უწყებამ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან სერვერები ამოიღო, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს, რატომ წაიშალა სათვალთვალო კამერების ის ჩანაწერები, რომელიც ციხეშ მოხდარ ფაქტს უნდა ასახავდეს.
ჩემთვის როგორც არის ცნობილი, სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა უკვე ამოიღო ე.წ. დივიარები ანუ მოწყობილობა, რომელიც ახდენს სამეთალყურე კამერის ჩანაწერების შენახვას და დაარქივებას. სავარაუდოდ, უნდა ჩაუტარდეს ამ მოწყობილობას ექსპერტიზა და უნდა დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა მიზანმიმართულად ჩანაწრეების დაზიანებას. თუ დადგინდება, რომ ეს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მართლაც მწყობდრიდან იყო გამოსული, ეს კიდევ ერთხელ მიუთთებს, რომ აქ მიზანმიმართულად მოხდა ამ მოწყობილობის მწყრობდიან გამოყვანა, - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.