აშშ-ს საელჩო, შესაძლოა, უფრო მძიმე ნაბიჯებზე წავიდეს - მაჭარაშვილი
აშშ-ს საელჩო, შესაძლოა, უფრო მძიმე ნაბიჯებზე წავიდეს, - ამის შესახებ "პირველებთან" "ოცნებიდან" ფრომალურად წასული ოთხეულის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ისევ იმერეობს, რომ ოპოზიციას და არასამთავრობოებს, რომლებიც ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლას ითხოვდნენ, კოორდინირებას სწორედ აშშ-ს საელჩო უწევდა.
აქამდე საელჩო ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა ნეიტრალური არბიტრის როლს და ისე მოქმედებდა. ახლა უკვე ის, სამწუხაროდ, გახდა მხარე. როდესაც საუბრობს არა 20 ივნსის ღამეზე საელჩო, არამედ ე.წ. გავრილოვის ღამეზე, როგორც რადიკალური ოპოზიცია და არ ახსენებს შტურმს, რომელიც, მაგალითად, კონგრესში არის დასჯადი. საელჩომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც, პრაქტიკულად, მოუწოდებდნენ საზოგადოებას სცენიდან, რომ მოხდარიყო უკანონოდ შეცვლა საქართველოს ხელისუფლების. რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს და სამწუხაროდ, ამ არასამთავრობო სექტორის მაკოორდინერებელი, გამოჩნდა, რომ იყო და არის აშშ-ს საელჩო. საელჩო ერევა ისეთ პროცესებში, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიმართ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საელჩო პრაქტიკულად სცილდება იმ ფუნქციებს, რაც არის მისი ფუნქცია. როგორც ჩანს, საელჩო შეიძლება წავიდეს იმაზე უფრო მძიმე ნაბიჯებზე, ვიდრე ეს არის მხარდაჭერა გაყალებებული ორგანიზაციების დაა.შ., - თქვა მაჭარაშვილმა.