გოგაშვილი VS გომელაური - სკანდალში გახვეული ადვოკატის ექსკლუზიური კომენტარი
“პირველებმა“ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის პირველი კომენტარი მოიპოვა.
ინტერესებიდა დამცველ ადასტურებს, რომ გოგაშვილის სანახავად მართლაც იყო შესული პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ამბობს , რომ გოგაშვილმა ის თავად დაიბარა.
გვიდასტურებს იმასაც, რომ ჰქონდა კომუნიკაცია სუს-ის ყოფილი შეფის მეუღლესთან, თუმცა ამბობს, რომ ჰონორართან დაკავშირებით ოჯახთან ვერ შეთანხმდა და ამიტომაც აღარ არის სოსო გოგაშვილის ადვოკატი.
მჭედლიშვილი კატეგორიულად უარყოფს ვახტანგ გომელაურთან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან კავშირს და ამტკიცებს, რომ აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების თემაზე მას გოგაშვილთან არანაირი საუბარი არ ჰქონია.
ადვოკატი „პირველებთან“ მცირე საუბრით შემოიფარგლა, რადგან როგორც მჭედლიშვილმა განმარტა, ძალიან მნიშვნელოვანი ზარი შეუვიდა და ამიტომაც უნდა გაეთიშა ტელეფონი.
სოსო გოგაშვილი ისევ ვახტანგ გომელაურს ურტყამს. ვიცე-პოლკოვნიკი ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში ამბობს, რომ ქვეყნის პირველმა პოლიციელმა მას ბოლო საუბრისას მისთვის სანდო ადვოკატი მიუგზავნა.
გომელაურის სანდო კაცი ყოფილი მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილია, რომელმაც გოგაშვილების ოჯახთან ფორმალური კონტრაქტიც დადო. მთავარი რაც გოგაშვილის სიტყვებით გამქრალმა ადვოკატმა მას შეუთვალა აფგან მუხთარლიზე მიცემული ჩვენების გაუქმება და სიტყვების უკან წაღება იყო.
გომელაურისგან მიგზვანილი ადვოკატი გაყალბებულ არჩევნებზეც საუბრობდა.
306-ე საკნის პატიმარი დღეს არ გამორიცხავს რომ ადვოკატთან კომუნიკაციის ყველა მტკიცებულება უკვე განადგურებულია.