მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე სტატუსი - გოგაშვილი კარტებს ხსნის
სოსო გოგაშვილი ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში აფგან მუხთარლის შესახებ საუბრობს.
სუს-ის ყოფილი შეფის მტკიცებით, გომელაურმა მას ადვოკატი მიუგზავნა, რომლის მეშვეობითაც მას აფგან მუხთარლიზე მიცემული ჩვენების გაუქმება და სიტყვების უკან წაღება შეუთვალა.
გოგაშვილის ამბობს, რომ აზებაიჯანელ ჟურნალისტზე აღელვებულმა დაწერა სტატუსი.
„მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.
კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას“.- წერს გოგაშვილი.