შემდეგ წერილებში ვნახავთ, რომ ივანიშვილი თავს უკვე აშშ-ს სახელმწიფოს ესხმის - ჩიხლაძე

26.08.22 15:32
შემდეგ წერილებში ვნახავთ, რომ ივანიშვილი თავს უკვე აშშ-ს სახელმწიფოს ესხმის - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებიდან" "გადნგომილი" ოთხეულის წერილის უკან რეალურად ბიძინა ივანიშვილი დგას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შემდგომ წერილებში ოლიგაქრის თავს უკვე აშშ- სახელმწიფოს დაესხას. 

ეს არის არა ოთხეულის და ვიღაცის წერილი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი გზავნილი. გასნხვავებით წინა გზავნილებისგან, კიდევ უფრო დამძმდა სიტუაცია. ადრე თუ ელჩს პერსონალურად ესხმოდნენ თავს, ახლა მთლიანად საელჩოზეა თავდასხმა ანუ ფართოვდება არეული, შემდეგ წერილებში ვნახავთ, ბიძინა ივანიშვილი როგორ უკვე ამერიკის საელჩოს ესხმის თავს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული აგენტურის გააქტიურება. მას მოსთხოვეს, დავალება მიღებულია და პირდაპირ ანტიამერიკული, ანტიდასვალური ბრძლა მიმდინარეობს, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნებიდან" ფრომალურად წასულმა კვარტეტმა ცოტა ხნის წინ ახალი ეპისტოლე გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ს საელჩოს თავს მორიგ ჯერზე დაესხა.  

მსგავსი სიახლეები