გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ციხის კამერებზე რა ხდება - ნინი გოგაშვილი რატი ბრეგაძეს მიმართავს
სოსო გოგაშვილის შვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს და ციხის ეკითხება, თუ რა ხდება ციხის კამერებეზე.
ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ბრეგაძეს იმდენად კრეატიული რეჟისორი ჰყავს, რომ შესაძლოა "შემდეგი პროფესიონალური ნაბიჯი კიდევ ვიხილოთ".
"Rati Bregadze გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ციხის კამერებზე რა ხდება, კამერები ჩართეთ უკვე თუ ისევ მწყობრიდანაა გამოსული?
ეჰ, ჩართეთ კამერები, ჩართეთ, თქვენ სოსოს მაინც აღარ წაახალისებთ, გაგაბრაზათ და ჩუმადაც მანდ აღარავინ შეგვიყვანს. ვეღარც სოსოს გაიყვანთ საკნიდან, მაგრამ ისეთი კრეატიული რეჟისორი გყავთ, არაა გამორიცხული შემდეგი პროფესიონალური ნაბიჯი კიდევ ვიხილოთ.
მადლობა ორდღიანი ციხის ექსკურსიისთვის, ეზოში მზესუმზირები ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ბევრი კრაზანები გყავთ. სტრასბურგში ამ ისტორიით ძალიან დაინტერესდებიან დარწმუნებული ვარ" - წერს ნინი გოგაშვილი.