სააკაშვილი ექსპერტების მოლოდინში - ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ორი ლიცენზია ნამდვილად გაცემულია
ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს რომ ორი ლიცენზია ნამდვილად გაცემულია. მიხეილ სააკაშვილი ახლა ამერიკელი და შვეიცარელი ექსპრტების მოლოდინშია.
ცოტა ხნის წინ კლინიკა „ვივა მედი“ ცენტრ ემპათიის ექსპერტებმა დატოვეს, რომლებმაცსამინისტროს ინფორმაცია გაცემული ლიცენზიების შესახებ დაადასტურეს.
„ორ ექსპერტზე გაცემულია ლიცენზია, დანარჩენ ორზე ალბათ კიდევ დრო დასჭირება ჯანდაცვის სამინისტროს. სასამართლო ექსპერტი არის ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტი და მოდის შვეიცარიიდან და იქნება საქართველოშ ორშაბათს, რაც შეეხება ფსიქიატს, ჯერ მე ამის ტაობაზე ინფორმაცია არ მაქვს“. - ამბობს ჯიშკარიანი.
წესით, ორშაბათს უცხოელი ექიმები საქართველოში იქნებიან. როდის გაიცემა სხვა საშვები - ზურაბ აზარაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში კომისია დადგენილ ვადებში იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.