უნიფორმის გარეშე დარჩენილი მეხანძრეები - გომელაურის უწყება ხანძრებს ეკიპირების გარეშე ხვდება

26.08.22 19:56
უნიფორმის გარეშე დარჩენილი მეხანძრეები - გომელაურის უწყება ხანძრებს ეკიპირების გარეშე ხვდება

მეხანძრეები უნიფორმების  გარეშე დარჩენენ.  მათ აღარც შარვალი აქვთ და აღარც ქურთუკი. დეფიციტშია 6 ათასი ფორმა.  გომელაურის უწყება ხანძრებს მოუმზადებლად და სათანადო ეკიპირების გარეშე ხვდება.

მაშველები ხანძარს, პრაქტიკულად შიშველი ხელებით ებრძვიან.

დოკუმენტებით დგინდება, რომ სპეცტანსაცმელი - შარვალი და ქურთუკები რეზერვებში აღარ არის.

წერილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესყიდვების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გუშინ 25 აგვისტოს გაუგზავნა. წერილში პირდაპირ წერენ, რომ მესანძრე-მაშველის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანებული ფორმის ჩანაცვლება ვერ ხერხდება. 

უწყებამ ტენდერი ერთხელ უკვე ჩააგდო, შემდეგ კი გარიგება ისეთ კომპანიასთან გააფორმა, რომელმაც მეხანძრე-მაშველებისთვის უნიფორმების შეკერვა და მიწოდება დროულად ვერ შეძლო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის შეფი თავის მართლების რეჟიმშია.

თემურ მღებრიშვილი გვიმტკიცებს, რომ მეხანძრეებს უნიფორმების პრობლემა არ აქვთ.

ვრცლად, ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები