"ივანიშვილის შექმნილი კლოუნადა" - სამადაშილი "ოცნებიდან" ფორმალურად წასულებზე
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხეულის გზავნილებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "ივანიშვილის შექმნილ კლოუნადას" უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.
ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის კობახიძეს და ყაველაშილს ან ღარიბაშილს და სოზარ სუბარს შორის. ვფიქრობ, რომ ისინი არიან ყველა ძალიან მყარად ერთი და იგივე ადამიანის სამსახურში. ეს არის კლოუნადა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვისაუბრით იმაზე, რასაც ისინი ამბობენ, თითქოს მათ ან საკუთარი აზრი აქვთ ან ეს აზრი განსხვავებულია "ქართული ოცნებისგან" და ივანიშვილისგან. დღეს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანი არის შესული დღეს კონფრონტაციის რეჟიმში დასავლეთთან, იმიტომ, რომ არის უკიდურესად შეშინებული, - ამბობს სამადაშვილი.