წალენჯიხაში რეფორმები გრძელდება - ოპოზიციონერი მერი საბავშვო ბაღების ბიუჯეტს აკორექტირებს

27.08.22 13:47
წალენჯიხაში რეფორმები გრძელდება - ოპოზიციონერი მერი საბავშვო ბაღების ბიუჯეტს აკორექტირებს

წალენჯიხაში რეფორმები გრძელდება. ოპოზიციონერი მერი საბავშო ბაღების და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ბიუჯეტს აკორექტირებს. თუ აქამდე ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებზე მიდიოდა, ხოლო ბავშვთა კვებაზე მხოლოდ 300 ათასი ლარი იხარჯებოდა, გია ხარჩილავას გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა ახლა 200 ათასით გაიზრდება. განისაზღვრა ახალი საშტატო ნუსხაც.

სასწრაფოდ რეფორმაა საჭირო, რათა რეორგანიზაციის შედეგად მიღებული თანხები, ანუ სწორი მართვის შედეგად მიღებული თანხები ანუ იმ რეფორმის შედეგად, როცა კანონით გათვალისწინებული სტანდარტებით მოხდება ბაღების მართვა, უნდა აისახოს პირდაპირ სერვისზე, ხარისხზე. ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბავშვი, მისი კეთლდღეობა, მისი განათლება, მისი კვება.  რეორგანიზაციის შედეგად ამ ეტაპზე გამოთავისუფლდება 190 ათასი ლარი, რომელიც მიემართება მენიუს გაუმჯობესებაზე და წიგნების შესყიდვაზე, - განაცხადა ხარჩილავამ. 

მსგავსი სიახლეები