"აღიძრას საქმე თანამდებობრივი გულრგილობის მუხლით" - ჩხარტიშვილი გომელაურს უჩივის
სარჩელი შს მინისტრის წინააღმდეგ - ვახტანგ გომელაურს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი უჩივის. ლაშა ჩხარტიშვილი გომელაურს ბორჯომის ხანძრის დროს თანამდებობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
ვთვლით, რომ ის კოლოსალური ზარალი, რომელიც მიიღო საქართველომ ტყეების წვის გამო, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგს. მოვითხოვთ ჩვენ გენერალური პროკურატურისგან აღიძრას საქმე სულ მცირე თანამდებობრივი გულრგილობის მუხლით. ათჯერ 20 მლნ-ს წელიწადში ხარჯავენ უახლესი ჯიპების შეძენაზე და ეს მაშინ, რომცა ერთი ჰექტარი ტყის ფასიც კი გაცილებით მეტია, ვიდრე 20 მილიონი, არათუ ასობით ჰექტრისა, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვკარგავთ ასეთი დაგვიანებული, არაადექვატური და არასწრი რეაგირების შედეგად, - ამბობს ჩახრტიშვილი.